პროექტები

,,კინო სკოლაში"

      2014 წელს ჩვენს სკოლაში განხორციელდა კინოსახლის მიერ ორგანიზებული პროექტი ,,კინო სკოლაში", რომელიც ძალიან წარმატებული და საინტერესო იყო. ჩვენს სკოლაში წარმომადგენელი იყო კინორეჟისორი  ბატონი გიორგი აბაშიშვილი. პროექტი იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ხდება შესწავლა და გაცნობა კინოხელოვნების ისტორიისა, კინოხელოვნების დიდი ისტორიის მქონე პიროვნებებისა, მათ მიერ შექმნილი  უნიკალური კლასიკური ფილმებისა, ხდებოდა გაცნობა ფილმების გადაღების ტექნიკისა, მანერებისა და საუკეთესოდ ფილმის გადაღების შესახებ. ასევე ხდებოდა ფილმების ჩვენება, მჯსელობა თვითოეულ ფილმზე, ფილმის თემატიკაზე, იდეაზე და მოსწავლეები აკეთებდნენ თვითოელ ფილმზე შესაფებებსა და კომენტარებს. ხდებოდა ფილმებისთვის სცენარების წერის შესწავლა, რაც შემდეგ პრაქტიკულადაც განახორციელეს ქ. გორში, ერთობლივად რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა და გადაიღეს ფილმი ,,ტალახი" გიორგი აბაშიშვილთან ერთად და მისი მითითებებით. 
    გვქონდა ასევე გასვლები ფილმების ჩვენებებზე, ვიყავით ქ. თბილისში ,,მანდარინების" ჩვენებაზე. შემდეგ ქ. გორის კულტურის სახლში ვიყავით გიორგი აბაშიშვილის ფილმის ჩვენებაზე, რომელიც პირველად კულტურის სახლის დიდ ეკრანზე ამ პროექტში ჩართული მოსწავლეებისთვის იქნა ნაჩვენები გიორგის თანხმობით და სურვილით. 
    ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროექტით და მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ამ პროექტში ჩართვის საშუალება. ძალიან ბევრი რამ შევიტყვეთ კინოხელოვნების შესახებ.  ეს პროექტი იყო 1 წლიანი. ერთი წლის შემდეგ იგივე პროექტი განხორციელდება სხვადასხვა სკოლებშიც. 
      პროექტ ,,კინო–სკოლაში" ვუსურვებთ დიდ წარმატებებს და იმ დიდ სიყვარულს სხვა სკოლებშიც, რაც ჩვენ დაგვიტოვეთ.

თბილიში – ,,მანდარინების"  ჩვენებაზე

















კინო–სკოლის გაკვეთილები 



































 გიორგი აბაშიშვილის ფილმის ჩვენებაზე  კულტურის სახლში 





























პირველი სემსესტრის დასასრული და გამომშვიდობება გიორგისთან  რამდენიმე თვით 



















ფილმის ,,ტალახის" გადაღებაზე მუშაობის ფოტოები 


































No comments:

Post a Comment